ქვახვრელის სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს რეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელებენ

პირველი თებერვლიდან გორში, ქვახვრელის სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს რეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბავშვებისა და პედაგოგების მოთხოვნით, გორის მერიამ სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განახორციელა.

შენობაში ასევე მოეწყო სველი წერტილებიც.

„ქვახვრელის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამოდენიმე დღეში დასრულდება გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ქვახვრელის სკოლა ერთ-ერთია იმ 33 სკოლას შორის, რომლის რეაბილიტაციაც გორის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაიგეგმა.

თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო პროექტი სველი წერტილების მოწესრიგებას ითვალისწინებდა.

სველი წერტილების რეაბილიტაციის პარალელურად ორ სკოლაში, გორის N8 და ქვარხვრელის საჯარო სკოლებში, სპორტული სივრცეების მოეწყობაც დაიგეგმა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 33 სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებზე 1 056 795 ლარი დაიხარჯა.

„პროექტის მიხედვით სასწავლო პროცესი გაუმჯობესდა ოთარშენის, ახალდაბის, ვარიანის, არბოს, სვენეთის, ახრისის, ქიწნისის, დიცის, პატარა გარეჯვრის, ატენის, კარბის, ბეთლემის, ზეღდულეთის, აძვის, სათემოს, ზემო ნიქოზის, ტირძნისის, არაშენდის, ზემო ხვითის, ბერშუეთის, ბოშურის, მეჯვრისხევის, რეხის, ფლავის, ქვახვრელის, ქვემო სობისის, ყელქცეულის, მეღვრეკისის, ხურვალეთის, ქვემო ხვითისა და გორის N 4, N 7 და N 8 საჯარო სკოლებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები