ნინოწმინდაში 40 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ქალაქ ნინოწმინდაში 40 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ცხედარი გარდაცვლილის შვილმა იპოვა.
როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, მამაკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.
ადგილობრივების თქმით, ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ცხედარი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
საცხოვრებელ სახლში ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.