ონში ჰოლოკოსტი აღნიშნეს
27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, „ისრაელის სახლის“ თაოსნობით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელის ხსოვნას მიეძღვნა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ონის მუნიციპალიტეტის მერი ვიდეო-მიმართვით ჩაერთო- „ონი მსოფლიო მასშტაბით ერთადერთი ქალაქი გახლავთ, სადაც არასდროს მომხდარა ებრაელთა დევნა, თუმცა ჩვენთან, ონში, მოძმე ებრაელებისადმი სოლიდარობის ნიშნად , აღმართულია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მონუმენტი“,-განაცხადა დავით ჩიკვაიძემ ვიდეომიმართვისას.
მისივე თქმით, მისთვის დიდი პატივია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ასეთი ქმედებით კიდევ უფრო მყარი ხდება მოძმე ერებს შორის ურთიერთობა.
“მინდა, რომ არასოდეს განმეორდეს ცინიზმი, ძალადობა და გენოციდი ადამიანთა მიმართ,ონში აღმართული მონუმენტი მართალია ეძღვნება ებრაელთა ხსოვნას, მაგრამ ის ასევე ეძღვნება წარმოშობით ონელს, სოფელ უწერის მკვიდრს, სერგი მეტრეველს, ქართველ „შინდლერს“, რომელიც ერთადერთია ჩვენი ქვეყნიდან , იერუსალიმის იად ვა-შემის მუზეუმის მხრიდან, როგორც „მართალი ერთა შორის აღიარებული“,-აცხადებს დავით ჩიკვაიძე.