“ცხოვრების დონის გაუმჯობესება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია” – რა სერვისებს სთავაზობს ამბროლაურის მერია ადგილობრივებს
მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის, ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამა ხორციელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” ამბროლაურის მერიაში განუცხადეს, მათთვის უპირველესი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობაა.
“სოციალური პროგრამები შემდეგ სფეროებს მოიცავს – ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება – მრავალშვილიანი (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; მარჩენალდაკარგულებზე (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება; მარტოხელა მშობლის (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ერთჯერადი ფინანსური დახმარება; 10 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფა; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა;ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება”, – განაცხადეს მერიაში.