აქცია ქუთაისში – შეკრებილები ტრანსპორტის აღდგენას მოითხოვენ

ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოვაჭრეები პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს აპროტესტებენ. სავაჭრო ცენტრის და ბაზრობის თანამშრომლები ამბობენ, რომ ტრანსპორტის გაჩერებამ მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია. მათი თქმით, ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ულუკმაპუროდ დარჩნენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ ამუშავდეს ტრანსპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზრობის გახსნას აზრი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები