რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ცაგერს უკავშირდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც „რეგიონულ კვირას” ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განუცხადა, ახალი დადასტურებული შემთხვევა ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და ინფიცირებული სოფელ სპათაგორის მკვიდრია.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 30-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები