78 ახალი კოვიდინფიცირებული, 203 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევიდან 78 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში კოვიდ 19  203-მა პაციენტმა დაამარცხა.

მხარეშუ არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ჯამში 202 ადამიანი მკურნალობს, მათგან ისევ მძიმეა 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 70 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს  34 კოვიდინფიცირებული გადის, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 22 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული, სენაკის “ლაზიკა მედში” კი 15 პირი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეებში 54 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები