ახმეტაში საჯარო სკოლების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ახმეტის მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სოფლების, წინუბიანი და ოსიაურის საჯარო სკოლების სამშენებლო სამუშაობს ადგილზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი, ადგილზე გაეცნენ.

ოსიაურის საჯარო სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი, რაც შეეხება სოფელ წინუბანს, სკოლა 150 მოსწავლეს დაიტევს.
ახალი საჯარო სკოლების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კახეთის რეგიონში 7 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. აქედან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 90 მოსწავლეზე გათვლილი ბოდბის საჯარო სკოლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულდა.

მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი საჯარო სკოლების მშენებლობის პარალელურად
სრული რეაბილიტაცია 5 საჯარო სკოლას უტარდება, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია 80-ზე მეტ საჯარო სკოლას უკვე ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები