შილდაში ავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 15 წლის მოზარდია.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

სატვირთო მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მალევე დააკავა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები