მალხაზ თორია: ფონდ ,,ქართუს” დახმარებით ზუგდიდში შენდება სარაგბო ბაზა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს” დაფინანსებით რაგბის სტადიონი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

“ზუგდიდს რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ფონდ ,,ქართუს” დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებლისთვის.  მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს”, რომელიც ჩვენს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს” – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაგბის სტადიონი იქნება მეორე სარაგბო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა “ქართუმ” ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები