ხარაგაულს მთავრობის განკარგულებით, 2 მილიონ 809 ათას ლარზე მეტი გამოეყო-მუნიციპალიტეტში 15 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
ხარაგაულს მთავრობის განკარგულებით 2 მილიონ 809 ათას 799 ლარი გამოეყო.
აღნიშნული თანხით 15 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭა გარდამავალ პროექტებს, რომლებიც დაიწყო 2020 წელს და უნდა დასრულდეს მიმდინრე წელს.
საერთო ჯამში 2 809 799 ლარით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში:
სოფელ ვარძიის (პირველი უბანი – პაპიძე, ჩხიკვაძეები, ოკრიბელაშვილები) გზის რეაბილიტაცია;
სოფელი მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;
ჩხერის გზის რეაბილიტაცია(პირველაი ეტაპი);
ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
ბაზალეთში საუბნო გზის(ჭიპაშვილების უბანი) რეაბილიტაცია;
მარელისში ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია(პირველი ეტაპი); საქარიქედი(მუხების უბანი)-ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
სოფელი ქვების გზის რეაბილიტაცია(მეორე ეტაპი);
ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
სოფელი სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი);
სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ვერტყვიჭალაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილები; ეკლესია);
ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი);
სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხელიურის უბანი);