ქობულეთში, სოფელ ზინეთში მთის ფერდზე ხანძარია
ქობულეთში, სოფელ ზინეთში მთის ფერდზე ხანძარია. ცეცხლი ეკალბარდს უკიდია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნეს, კერასთან დასახლებული პუნქტი ახლოს არაა.
ადგილზე რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება, კერებთან იმყოფება მეხანძრე-მაშვეების 40 კაციანი შემადგენლობა ინდივიდუალური აღჭურვილობით, ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვედებარება, ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.