“ შეუძლია გამოითხოვოს დოკუმენტები და ყველა საკითხს დეტალურად გაეცნოს” – რას პასუხობენ ანა ნაცვლიშვილის ბრალდებას გელათის სამონასტრო კომპლექსის შესახებ
“ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გელათის სამომასტრო კომპლექსის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ბექა ბარამიძე პასუხობს. როგორც მან “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნა, ნაცვლიშვილის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. მისი თქმით, კომპანია, რომელმაც გაფრთხილებების მიუხედავად არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები, პროექტს არ ხელმძღვანელობს.
“ნაცვლიშვილის განცხადება აბსოლუტურად მოკლებულია სიმართლეს. ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება ძველი კომპანია ჩამოგვეშორებინა პროექტს, რადგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულეს. – ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. ქალბატონ ანას, შეუძლია გამოითხოვოს დოკუმენტები და ყველა საკითხს დეტალურად გაეცნოს”,- აღნიშნა ბარამიძემ.
მისი თქმით, გელათის სამონასტრო კომპლექსს, ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, დღეს, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ახალ კომპანიაში რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება დაეკისრა იგივე ადამიანები ფიგურირებენ.
ნაცვლიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართავს გაასაჯაროვოს ყველა დოკუმენტაცია და აიღოს პასუხისმგებლობა.
“ლელოს” გუნდის წევრი საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას გეგმავს.