ქუთაისის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია შეიქმნა, 2 გაუქმდა

ქუთაისში საკრებულოს რიგით 38-ე სხდომა გაიმართა. საკრებულომ 9 საკითხი დაამტკიცა. მათ შორის, ცვლილებები შევიდა
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. კერძოდ, განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 8051,6 ათასი ლარი. ამასთან,, ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ნაშთი განაწილდა 2021 წლის 1 იანვრისთვის. ზემოაღნიშნულის შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პროგრამული კოდებისა და შემოსავლების ნაწილი.
ასევე, ქუთაისის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია შეიქმნა, 2 კი გაუქმდა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ გაუქმდა, მის ნაცვლად კი შეიქმნა ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება – უკეთესი მომავლისათვის“ , რომელსაც სათავაში დეპუტატი იმედა საღინაძე ჩაუდგა.
ქუთაისის საკრებულოში ასევე გაუქმდა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ , ხოლო მის ნაცვლად ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ქუთაისისათვის“ შეიქმნა. ფრაქციის თავმჯდომარედ ნიკა ჩეჩელაშვილი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები