ქუთაისში, უცნობმა პირებმა რამდენიმე მანქანა დააზიანეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე უცნობმა პირებმა რამდენიმე მანქანა დააზიანეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მანქანების მფლობელების განმარტებით ავტომობილებს რამდენიმე ნაწილი აქვთ დაზიანებული.
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც
სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები