ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 626 700 ლარით გაიზარდა – რაში დაიხარჯება რეგიონის ფინანსები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 626 700 ლარით გაიზარდა. ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა და 50 026 700 ლარი შეადგინა.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას თქმით, საეთო თანხიდან 6 მილიონ 458 890 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული თანხაა, დანარჩენი კი ნაშთია წინა წლის ბიუჯეტიდან. ეს პირველი ცვლილებაა, რომელიც 2021 წლის საფინანსო დოკუმენტში განხორციელდა.

რეგიონის ბიუჯეტის თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლადაა გამოყოფილი. მათ შორისაა წყალმომარაგების სისტემისა და გარე განათების მოწყობა, მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობა, გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები