“ახალმა ინფრასტრუქტურამ ტერიტორია ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველად აქცია”- “მწვანე თეატრიდან” მურის ციხეებთან მისასვლელი ტურისტული ბილიკების მოწყობა დასრულდა

,მწვანე თეატრიდან” მურის ციხეებთან მისასვლელი ტურისტული ბილიკებისა და კიბეების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრში განუცხადეს. კეთილმოწყობის სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ჯ თ ბ გოლდენ ეიჯ” აწარმოებდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 398 033 ლარია. „ ლეჩხუმში არსებული „მწვანე თეატრი ერთერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა , სადაც არა მარტო სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა, არამედ ის ტურისტებისთვისაც მიმზიდველ გარემოს წარმოადგენს. ახალმა ინფრასტრუქტურამ კიდევ უფრო სრულყო ტერიტორია და ვიზიტორებისათვის თუ ლეჩხუმელებისთვის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა“,-განაცხადეს ცაგერის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები