მაჟორიტარის საჩუქარი მარტოხელა ახალგაზრდას – გოჩა ენუქიძემ ონელ ელიზბარ ლობჟანიძეს სასურსათო პაკეტები გაუგზავნა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟრიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინე კობახიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძისგან გაგზავნილი საჩუქრები ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელიზბარ ლობჟანიძეს მიუტანეს.
„ ონში მცხოვრებ ელიზბარ ლობჟანიძეს სასურსათო პაკეტები და წითელი ჯვრის ჰუმანიტარული ამანათი გადავეცით. ელიზბარი მარტოხელა ახალგაზრდაა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და ადგილობრივებისგან დიდი სიყვარულით სარგებლობს, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი მუდმივად ზრუნავს მხარის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“,-განაცხადეს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში. მათივე განმარტებით სოციალური დახმარების პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება, რაც საჭიროებისამებრ ყველა პირის დახმარებას გულისხმობს.