ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თემურ ნადირაძე აირჩიეს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას მოადგილედ თემურ ნადირაძე აირჩიეს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„მადლობა კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ვეცდები ჩემი გამოცდილება როგორც ორგანიზაციული, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, მოვახმარო ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას”, – განაცხადა ნადირაძემ.
პროფესიით ექიმი ნადირაძე აქტიურად იყო ჩართული კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. პროფესიონალი ექიმების გუნდთან ერთად კლინიკამ მოახერხა რეგიონში დადებითი ეპიდ სტატისტიკის შენარჩუნება და დაავადებული პაციენტების წარმატებული მკურნალობა. თეიმურაზ ნადირაძე ასევე გახლდათ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი, ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მეექვსე მოწვევის საკრებულოში 2020 წლის 29 ივლისს მან ნიკოლოზ ლატარია ჩანაცვლა. შეგახსენებთ რომ, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ვაკანტური გახდა ირაკლი შენეგელიას მიერ თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები