სოფელ ჭალეში აქუბარდიების ოჯახი სახელმწიფო ელექტროსისტემისგან დაპირებული კომპენსაციის გადახდას ითხოვს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში აქუბარდიების ოჯახი სახელმწიფო ელექტროსისტემისგან დაპირებული კომპენსაციის გადახდას ითხოვს. აქუბარდიების ინფორმაციით, მათ ეზოში ელექტროსადენების გაყვანის სამუშაოები დაიწყო, თუმცა მათთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუციათ. აქუბარდიებმა დღეს საკუთარი საცხოვრებელი სახლი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ოთხი ოჯახი შეთავაზებულ კომპენსაციას არ თანხმდება და ისინი მეტ თანხას ითხოვენ. ამასთან, კომპანიის მტკიცებით, ისინი ნებისმიერ ზარალს, რომელიც სამუშოების ფარგლებში ოჯახს შეექმნება, აანაზღაურებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები