ქედაში მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებას ინკლუზიური ელექტრომობილები უზრუნვეყოფს

ქედის მუნიციპალიტეტში, ინკლუზიური ელექტრო-მობილები იმოძრავებს. რომლებიც დაბის ტერიტორიაზე უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი გრანტს 77 235 აშშ დოლარის ოდენობით მიიღებს.
,,ქედის მუნიციპალიტეტი, საქართველოში იაპონიის საელჩოს ,,ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის” გამარჯვებულია. სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტი 77 235 აშშ დოლარს მიიღებს. პროექტის ბიუჯეტით შესყიდული იქნება უახლესი, შშმ პირთათვის ადაპტირებული ელექტრო მიკროავტობუსი. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუითრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თანადაფინანსებით ელექტრო ავტობუსის გაჩერებისათვის ფარეხის მშენებლობაც.
ელექტრო ავტობუსი მინიმალური დანახარჯების გათვალისწინებით განახორციელებს მგზავრთა უწყვეტ გადაადგილებას. აღსანიშნავია, რომ დაბის ტერიტორიაზე განთავსებულია მუნიციპალური საავადმყოფო, სკოლა, საბავშვო ბაღები, ასვე ყველა საჭირო მუნიციპალური სერვისები. თუმცა მთიანი გეოგრაფიული არეალის გამო ქედაში მცხვორებ მოქალაქეებს ფეხით უწევთ გადაადგილება“,-განაცხადეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები