ახალციხის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სპორტული დარბაზით ისარგებლებენ
საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში არსებული სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მერიიდან აცნობეს.
ცნობისთვის, სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე ადგილზე გაეცნო.