მოსახლეობის მოთხოვნა შესრულებულია – სოფელ ახალშენში 240 აღსაზრდელისთვის ახალი საბავშვო ბაღი შენდება
ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მცხოვრები 240 აღსაზრდელი ახალი ბაღით ისარგებლებს. მშენებლობის პროცესი ამ დროისთვის, აქტიურ ფაზაშია. როგორც ,,რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, პირველი სართულის ფილებით მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
,,საბავშვო ბაღის აშენება სოფელ ახალშენში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება. ამჟამად, ობიექტზე შენობის პირველი სართულის ფილის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღსაზრდელები ახალ ბაღში სააღმზრდელო პროცესზე დასწრებას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეძლებენ“,-განაცხადეს ხელვაჩაურის მერიაში.
სამშენებლო სამუშაოები ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტით ხორციელდება, რისთვისაც 2 222 200 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია ,,MTM“ ახორციელებს.