ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ აგრარულ კოლეჯში თანამედროვე სასწავლო ბაზები და საერთაშორისო პროგრამები დაინერგება – რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია განათლების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აგრარულ კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. მიმდიმარე სამუშაოები სამტრედიის,წყალტუბოს,ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკის სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 2020 წლის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ევროკავშირის საგრანტო პროექტი, რომელიც 536 600 ლარით დაფინანსდა და რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონის მოწყობას გულისხმობს.