შეუწყდებათ კონტრაქტი და დაკისრებული სანქციიდან შემოსული თანხა ბიუჯეტში დაირიცხება”-რუსთავში კომპანიამ საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში არ დაასრულა

რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღის დასრულება დათქმულ ვადებში ვერ მოხდა, რის გამოც ტენდერში გაამრჯვებული კომპანია შპს „ორნამენტს“ ხელშეკრულება შეუწყდება და დაეკისრება პირგასამტეხლო. საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები კომპანიას გასული წლის 16 დეკემბერს უნდა დაესრულებინა.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული კომპანიის მონაცემები გადაეგზავნება შესყიდვების სააგენტოს რათა არ მოხდეს სხვა ქალაქების დაზარალებაც.

„ხედავთ რამდენად ცუდ მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს უპასუხისმგებლო კომპანიამ. დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო ეს ბაღი, სახელშეკრულებო პირობები, რაც გვქონდა გათვალისწინებული. დეკემბერშივე დაიწყო პროცედურები, ჩანისნულია კომისია, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ კომპანიას დაეკისრება პირგასამტეხლო და შეუწყდება ხელშეკრულება შეუსრულებელი სამუშაოსთვის და ეს სანქციები წამოვა რუსთავის ბიუჯეტში. შესყიდვების სააგენტოს აუცილებლად შევატყობინებთ აღნიშნული კომპანიის შესახებ რადგან მოხდეს სწრაფი რეაგირება და აღარ დაზარალდეს სხვა ქალაქები“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 1 237 727.86 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები