ქუთაისში ოპოზიციის აქტივისტებმა კარავი გაშალეს
აქციის მონაწილეებმა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში კარავი გაშალეს. აქტივისტები ხელისუფლებისგან რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.