სიღნაღის 13 სოფელში მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში-ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტი იწყება. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. “წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები აშენდება. მოეწყობა ახალი ქსელები, ჭაბურღილები, საქლორატორო სისტემები და რეზერვუარები”, – აცხადებენ მერიაში. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.