ტროტუარების მოწესრიგება, გამწვანება, სანიაღვრე სისტემისა და განათების მოწყობა – როგორი იქნება ამბროლაურში ბრატისლავას რეაბილიტირებული ქუჩა
ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ამბროლაურის მერიის პრესცენტრიდან აცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ განსახორციელებელი პროექტი გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, გამწვანებას, სანიაღვრე სისტემისა და განათების მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა დამატებით სამუშაოებს ითვალისწინებს. ბრატისლავა-რაჭის ქუჩის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ღირებულება პირველ ეტაპზე 2 100 000 ლარია . სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.