სამეგრელოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-გამოჯანმრთელდა 61
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 18 007 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურებული 742 ახალი შემთხვევიდან 70 სამეგრელო – ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 83 წლის მამაკაცი ჩხოროწყუს მკვიდრია. ის რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე, 190 ადამიანი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 61 პირი.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 245 527-მდე.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ვირუსს 3 108 პაციენტი ემსხვერპლა.