85 ახალი ინფიცირებული და ერთი გარდაცვლილი – კოვიდსტატისტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 85 პირს დაუდასტურდა, პანდემიის დაწყებიდან ეს უკვე 11 301-ე შემთხვევაა.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ 161 ლეტალური შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 125 პაციენტი მკურნალობს, მათგან 33-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 33 პირია მოთავსებული, ოჩამჩირის 18; ტყვარჩელის 15; გაგრის 25; სამხედრო ჰოსპიტალში კი, 48.
ვირუსის დამარცხება სულ 9207 ადამიანმა შეძლო.