საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ თბილისი ლიდერობს
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 89, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 49, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 75, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც:
2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 395, აჭარაში – 214, იმერეთში – 564.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 310, აჭარაში – 48, იმერეთში – 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში- 1, იმერეთში – 20.
347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 – თბილისში, 121 – აჭარაში, 15 – იმერეთში.
3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 90, ხოლო იმერეთში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 000 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 231 პირი, აჭარაში – 887, იმერეთში – 1 689″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.