კახეთში კოვიდინფიცირების 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 89, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 49, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 75, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19- ის დიაგნოზით 12 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები