33 ახალი ინფიცირებული და 65 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება აჭარაში

 აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 65 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 34 460-ს შეადგენს. კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა; კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა ერთი პაციენტი. აჭარაში მკურნალობას კლინიკაში გადის 211 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 121, ონლაინ კლინიკაში – 317. აჭარა, რეგიონი, კორონავირუსი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები