თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
ახლობლები სუიციდის ვერსიას განიხილავენ. მათივე თქმით, გარდაცვლილმა წერილი დატოვა, სადაც ის წერდა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა, ამის მიზეზი კი აზარტული თამაშების შედეგად წაგებული თანხა იყო.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.