„პანდემიამ გვაგრძნობინა, რომ მასწავლებლისთვის სკოლა და ბავშვი უპირველესია“
სამეგრელო-ზემო სვნეთის რეგიონის მასშტაბით ხობის, სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშის, მესტიის მუნიციპალიტეტების და ზუგდიდის სოფლებში მდებარე საჯარო და კერძო სკოლებმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლეს.
ჩვეულ რეჟიმში სწავლება რეგიონის 208 საჯარო და 11 კერძო სკოლაში განახლდა, მათ შორისაა საოკუპაციო ხაზზე მდებარე კოკის საჯარო სკოლა. სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს რეგიონის 39 საჯარო სკოლაში.
„რეგიონული კვირა“ კოკის საჯარო სკოლას სტუმრობდა და დირექტორს დალილა ჩიქავას ესაუბრა. სკოლის დირექტორის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სკოლაში სრულად არის დაცული და მოსწავლეები განათლებას უსაფრთხო გარემოში იღებენ.
დირექტორის განმარტებით, პანდემიის გამო, მოსწავლებსა და მასწავლებლებს უჩეულო რეჟმში უკვე მეორედ უწევთ სწავლის დაწყება.
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში პანდემიის პირობებში სწავლა, პირველად 15 სექტემბერს განახლდა, რომელიც კორონა ვირუსის მეორე ტალღის გამო, მალევე დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
რაც შეეხება სწავლის პროცესის ჩვეულ რეჟიმს რეგიონის ორ დიდ ქალაქში ფოთსა და ზუგდიდში, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საგაკვეთილო პროცესს სკოლები, პირველ მარტს დაუბრუნდებიან, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურდება.
სოფიო კაკაჩია