შანსი ახალგაზრდებისთვის გაემგზავრონ ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში – ახალგაზრდობის სააგენტო კონკურსს აცხადებს
ახალგაზრდობის სააგენტომ 25 იანვარს, „გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის“ შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა საქართველოს მასშტაბით.
სააგენტო პროექტს წელს, გაეროს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ქვვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის ხმის გაჟღერება გაეროში, ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. პროექტი იძლევა პერსონალური და პროფესიული განვითარებისთვის ძალიან კარგ შანსს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო ურთიერთობებით და ახალგაზრდობის საკითხებით, სურთ განავითარონ მათ ირგვლივ ახალაგზრდული სფერო და გააჟღერონ ახალგაზრდების ხმა გაეროში.
კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი:
• მონაწილეობას მიიღებს ერთ ან მეტ გაეროს მთავრობათაშორის შეხვედრებზე, როგორც ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელი;
• გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი;
• მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში;
• სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში;
• საქართველოს მასშტაბით კონსულტაციებს გამართავს ახალაგზრდებთან და მიღებულ უკუკავშირს გააჟღრებს გაეროში, სიტყვით გამოსვლის დროს;
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას (18–25) რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა და თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად წინასწარ დადგენილ კომისიასთან:
• პირველ ეტაპზე კანდიდატები შეფასდებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (CV, ესსე და სამოქმედო გეგმა).
• შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. (გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე).
• გასაუბრების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები გაივლიან საჯარო გამოსვლის ეტაპს (ინგლისურ ენაზე);
გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება 2021 წლის მარტის დასაწყისში. გაეროში საქართველოს ახალაგზრდობის წარმომადგენლის მანდატი ერთწლიანია.
შეგახსენებთ აღნიშნული პროექტი გაეროს ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა, რომელსაც 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი. მიმდინარედ „გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი“ ესმა გუმბერიძეა, რომელიც თავის მანდატს გადააბარებს შერჩეულ კანდიდატს.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა: 7 თებერვალი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ახალაგაზრდობის სააგენტოს facebook-გვერდზე: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia