ერთკომლიან სოფელ ბულეშში სოციალურად შეჭირვებულ ტყუპ ძმებს გოჩა ენუქიძემ სასაჩუქრე კალათები გადასცა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშს, სადაც ზამთრობით მხოლოდ ერთი ოჯახი რჩება, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
“ტყუპი ძმების, ილარიონ და ქელეშბი მუკბანიანების ოჯახი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშის ერთადერთი ოჯახია, რომელიც ზამთრობით სოფელში რჩება. რამდენიმე წლის წინ მუკბანიანების ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა და დღემდე საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.
დღეს ტყუპ ძმებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვესტუმრეთ. სასურსათო პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები მივუტანეთ და მათ სოციალურ პრობლემებზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
გოჩა ენუქიძის თქმით, რეგიონის ყველაზე რთულ გამოწვევად მიგრაცია რჩება. სოფელი ბულეში ამის ნათელი მაგალითია, სწორედ ამიტომ ხელისუფლება დგამს სწორ ქმედით ნაბიჯებს, მიგრაციის უწყვეტი ნაკადის შესაჩერებლად.