სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსზე 74 პაციენტი მკურნალობს

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, 15 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: ბორჯომი –9 , ასპინძა –2, ახალციხე, ადიგენი, ნინოწმინდა და ახალქალაქი 1–1.
„24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 071 გახდა. კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 74 პაციენტი. რეგიონში გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამ დრომდე სულ ვირუსს 44 პაციენტი ემსხვერპლა. რაც შეეხება თვითიზოლაციას, სულ თვითიზოლაციაში 231 მოქალაქე იმყოფება, აქედან: ახალციხეში –95; ბორჯომში –85; ასპინძაში –33 ; ადიგენში –11 ; ახალქალაქში –3 ; ნინოწმინდაში –4; კვლევაში დარჩენილია 67 ნიმუში“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ გიორგი მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 449–მდე გაიზრდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები