ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს,” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.