ოზურგეთის მოსახლეობამ ექადიაში ალუმინის ქარხნის მშენებლობა გააპროტესტა
ოზურგეთში, ექადიის უბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ტერიტორიაზე ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გააპროტესტა.
ადგილობრივების თქმით, ალუმინის გადამუშავება საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას და გარემოზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.
მათივე განმარტებით, საწარმოს მშენებლობა დასახლებულ პუნქტში რეკომენდებული არ არის.
აქციაზე ქარხნის მშენებელი კომპანია “არერსა მეტალის” აღმასრულებელი დირექტორიც იმყოფებოდა. მისი თქმით, საწარმო სტანდარტების დაცვით შენდება და ის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, დოკუმენტაციაში, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა, ხარვეზებია.