ძალადობა და აგრესია დედმამიშვილზე – ასპინძაში ძმა დას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ასპინძაში 1 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ.მ., ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დას – 1995 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151-ე მუხლით მიმდინარეობს.