“ჩვენ დავდივართ დანის პირზე, ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ, ერთის მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობასა და მეორეს მხრივ, ბიზნესზე ნაკლებ წნეხს შორის”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიების დროს მთავარი ღონისძიება არის შეზღუდვების დაწესება ანუ ინფიცირებული ადამიანების იზოლირება.

მისი თქმით, “ჩვენ დავდივართ დანის პირზე, ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ, ერთის მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობასა და მეორეს მხრივ, ბიზნესზე ნაკლებ წნეხს შორის”.

აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ეპიდსიტუაციის თუ ჯანდაცვის სისტემის შეფასებისას ერთი ინდიკატორი არასდროს გამოიყენება. არის ე.წ. მრავალ ინდიკატორიანი შეფასება ხოლმე, რომელსაც ვეყრდნობით. ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის განვითარება, ეპიდსიტუაციის შეფასება. ახლა გეუბნებით 4%-იან ინდიკატორს, მეორე არის ინციდენტობა ანუ 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები, შემდეგ არის როგორია ჰოსპიტალური დატვირთვა, როგორია ინტენსიურსა და რეანიმაციაში ადამიანთა ოდენობა და მისი დინამიკა, რამდენი თავისუფალი საწოლი გვაქვს, ყველაფერი ეს და კიდევ მრავალი, ფასდება, რომლის საშუალებითაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ეს არ არის მხოლოდ ეპიდსიტუაცია, ეს არის მრავლობითი ინდიკატორული შეფასება, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რომ უცებ შემთხვევებმა მოიმატოს და ისევ ხელმეორედ შეზღუდვების საჭიროება გახდეს. ნოემბრის ბოლოს შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო. პანდემიების დროს მთავარი ღონისძიება არის შეზღუდვების დაწესება ანუ ინფიცირებული ადამიანების იზოლირება. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ჩვენ დავდივართ დანის პირზე, ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ, ერთი მხრივ ადამიანების ჯანრმთელობასა და მეორე მხრივ ბიზნესზე ნაკლებ წნეხს შორის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები