ირაკლი ფანგანს ბათუმის სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დეპუტატ ჩავლეიშვილთან მიახლოება აუკრძალა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება აუკრძალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღნიშნული თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მიეცა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფანგანს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან საქმის საბოლოო განხილვამდე მიახლოება ეკრძალება.

საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ბრალდებულმაც, როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„არ ვნანობ არაფერს. ბრძოლას გავაგრძელებ ისევ, ძველებურად ვიაქტიურებ, აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას და ვიბრძოლებ ბოლომდე. პოზიცია არ შემიცვლია, ჩემი პოზიცია არის იგივე. მაგრამ, ვთქვი რომ მე თუ არა, სხვა გააკეთებს ანალოგიურს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმები“, – განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი ფანგანმა.

ცნობისთვის, ფანგანმა ორი დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები