ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ზედამხედველობის სამსახურის სივრცე რემონტდება. სამუშაოების დროს, მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა “მედალფაში” გადიყვანეს.
“მედალფას” კლინიკის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, პაციენტი უკვე გაეწერა.
„მამაკაცს დაზიანებული ჰქონდა მალა, ნეკნების მოტეხილობა. წინასწარი დათვალიერებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა არ აღენიშნება. ამჟამად, პაციენტი სახლში გაეწერა,“- განაცხადა დავით მდინარაძემ.