ქსნის N15 საპატიმროში კორონავირუსით დაავადებული 40-ვე პატიმარი უსიმპტომოა

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე 1735 მსჯავრდებული გაიტესტა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ყველა დაინფიცირებული მსჯავრდებული მონიტორინგის ქვეშ არის.

“ქსნის N15 დაწესებულებაში გაკეთდა 1735 კოვიდტესტი, საიდანაც დადებით იყო 40, ასევე არის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც კვლევა გრძელდება. აღასნიშნავია, რომ 40 პირიდან არიან უსიმპტომო პაციენტები, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა,“- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები