თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი ქარელში – მერმა სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქარელის მოსახლეობას მალე თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზით სარგებლობა შეეძლება. აუზი გათვლილია როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სატრენაჟორო დარბაზი და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაობი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა.
ამჟამად, შენობის კედლების გადახურვისა და ლითონის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის საერთო ღირებულება 5 588 995 ლარია.

სამუშაოებს შპს ,,საბა კონსტრაქშენი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები