რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო

SSUCv3H4sIAAAAAAAACpyRz27DIAzG75P2DhHnRmr+NumrVDs4QBJUAhWQTVPVd5+BUHHeDf9sf/Znnp8fRUEmsIKSa/H0EcZCyt06A05ohfh8OrjhinGTE86E00aAzOEEjq4KNo5Q7VJ6/ApJYh243XLrhx2IguMLakT4logb3WJcpERIYgemCDllzO5TYAlF8X91xsdXcgMLV/Q3LJwZMVxyiEZusZTcfxw3W24NdiZ05upbU5C+oMmUH

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან 6 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. როგორც მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელები თეა გურგუჩიანი, ნატო დვალი და გიორგი ონიანი აცხადებენ, 6 დაინფიცირებულიდან 4 ლენტეხის, 2 კი ონისა და ამბროლაურის მკვიდრია, ცაგერის მუნიციპალიტეტში კი მესამე დღეა ინფიცირების არცერთი შემთხვევა  ფიქსირებულა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ,  ამ ეტაპისთვის რეგიონში მძიმე ავადმყოფი არ არის, დაავადება უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტები ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 30-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები