სოხუმში გამოყენებულ ელემენტბს ჩაიბარებენ
კულტურისა და განათლების ფონდის – “იდეების რესპუბლიკის” პროექტის მიხედვით, სოხუმში სპეციალური პუნქტები გაჩნდება, სადაც გამოყენებულ ელემენტებს ჩაიბარებენ.
როგორც ფონდში აღნიშნავენ, ელემენტი სახიფათო ნარჩენების კატეგორიას მიეკუთვნება და სპეციალურ უტილიზაციას საჭიროებს.
სოხუმის მასშტაბით, 50 სპეციალური პუნქტის ამოქმედების გარდა, პროექტით გათვალისწინებულია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და სკოლების ამუშავების შემდეგ გაიმართება სპეციალური შეხვედრები.
ფონდში განმარტავენ, რომ შეგროვებულ ელემენტებს ეკოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე შეინახავენ, მათი მომდევნო უტილიზაციის საკითხი შეგროვებული ელემენტების რაოდენობიდან გამომდინარე გადაწყდება.