1006 ახალი კოვიდინფიცრებულიდან 202 იმერეთში დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 202 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი იმერეთში – 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან იმერეთში – 23.
353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 18 – იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, მათ შორის იმერეთში – 9.
ვირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა – 5.