69 ახალი ინფიცირებული, 4 გარდაცვლილი – გასული 24 საათის კოვიდსტატისტიკა კახეთში

კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 69 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 79, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 98, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6″,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გასულ დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ფაქტიდან, 4 კახეთში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები